ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
დღეს, 29 ოქტომბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა - უკრაინამ 52 ადამიანი დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მათ შორის არიან სამხედროები, მედიკოსები, სერჟანტები და ჯარისკაცები.
ახლა ისინი ყველა სამედიცინო შემოწმებას გადიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან ტყვეების 24 გაცვლის პროცესი შედგა, რის შედეგადაც ოკუპანტებისგან უკრაინამ 808 ადამიანი გაათავისუფლა.