ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რიში სუნაკის პრემიერად დანიშვნის შემდეგ პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გაიმართა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩავა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში, თუმცა როგორც ელჩი აცხადებს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.