ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ განახლებული პროგნოზი
1746699950
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ომში გამოცხადებული პაუზა სიცრუეა და ფრონტის ხაზზე ოკუპანტის ჯარი შეტევებს განაგრძობს.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელმაც ფრონტზე არსებული ვითარება გამაცნო. როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის „სააღლუმო ზავი“ ფარსი აღმოჩნდა“, - დაწერა სიბიგამ.
უკრაინის თავდაცვის უწყების მონაცემებით, ბოლო რამდენიმე საათში რუსეთმა 700 ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინულ პოზიციებზე 70 ზე მეტი შეტევა მიიტანა.