დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"უკრაინა ომისთვის გასული წლიდან ემზადება, რა გააკეთეს სხვა ქვეყნებმა მის შესაჩერებლად, მით უმეტეს, როდესაც იცოდნენ მოსკოვის გეგმების შესახებ, საკითხავია", – წერს „ტვიტერში“უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.
„უკრაინა თუ „არ იყო მომზადებული“ ომისთვის, რატომ განხორციელდა რუსეთის პირველი დარტყმები მაკეტებზე, მთელი საბრძოლო მასალა გაბნეული იყო, ხოლო წვრთნები იანვარში და თებერვალში მიმდინარეობდა? უკრაინა ომისთვის გასული წლიდან ემზადება. შემოჭრის შესახებ არა მხოლოდ დასავლურის, არამედ ჩვენი დაზვერვიდანაც ვიცოდით.
თუ სხვები სამ დღეს გვაძლევდნენ, უკრაინის დაზვერვა ამბობდა: გავუძლებთ. რა გააკეთეს სხვა ქვეყნებმა ამის შესაჩერებლად, მით უმეტეს, როდესაც იცოდნენ მოსკოვის გეგმების შესახებ – საკითხავია. მძიმე იარაღის მიღება იანვარში რომ დაგვეწყო, ვითარება სხვაგვარი იქნებოდა“, – წერს პოდოლიაკი.