1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტები სჭირდება, რომელიც მტერს არ მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს თავდაცვა, უკრაინა მზად არის, კოორდინირება გაუწიოს მიზნებს პარტნიორებთან ერთად.
300 კილომეტრის მანძილიდან დარტყმის საშუალება რომ გვქონდეს, რუსული არმია ვერ შეძლებდა დაცვის უზრუნველყოფას და იძულებული იქნებოდა წაეგო.უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ჩვენ საკმარისი სამიზნეები გვაქვს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.