ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრემლის მუქარის მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ მან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო მესიჯს: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლი არ და ვერ შეგვაშინებს. ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია.
მეორე მესიჯი არის უკრაინის მომავალი ევროკავშირში. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია“, - აცხადებს შარლ მიშელი.
ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე წელს.