ჯორჯო არმანის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა
1757151941
უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ვქმნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი. ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატის დეტალები არ გაუსაჯაროვებია. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტი იგეგმება.