„საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით“ - ზელენსკის მიმართვა ნატოს

zelenski

„დღეს ნატომ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ვფიქრობთ, რომ ნატომ შეიქმნა ნარატივი, რომ უკრაინის ცის დაკეტვა, ნატო-ს მისამართით რუსეთის აგრესიის პროვოცირებას გამოიწვევს. ეს თვითჰიპნოზია. მათთვის ვინც შინაგანად სუსტი და არათავდაჯერებულია. თუმცა შესაძლებელია, მათ იმაზე ძლიერი შეიარაღება ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე და ადამიანობაზე. თუმცა, იმ შეკრებაზე რაზე ფიქრობდით?!

ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაიღუპებიან, თქვენგან გამომდინარე დაიღუპებიან. ჩვენი სისუსტის გამო, თქვენი არაერთიანობისა და დაშლის გამო. ნატომ უკრაინისთვის მხოლოდ ის გააკეთა, რომ 50 ტონა საწვავი გამოყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, რათა უკეთესად იწვოდეს. თუმცა ის ჩვენთვის უკვე რუსული სამხედროების გაჩენილ ცეცხლში დაიწვა. განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს ვაშენებდით?!

დღეს ნატომ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ. მაგრამ, არ ვიცი ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას, მაგრამ საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. ერთიანი მომავლისთვის. თუმცა, ამავდროულად, მადლობელი ვარ მეგობარი ქვეყნების. ნატოში ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორები, ისინი უმრავლესობაში არიან. ნამდვილი პარტნიორები. ისინი, ვინც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან, - აცხადებს ზელენსკი.