უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და რუსეთში, ობიექტებზე თავდასხმას არ აპირებს - მიხაილო პოდოლიაკი

პოდლიაკი

უკრაინა „თავდაცვით ომს აწარმოებს“ და „არ გეგმავს შეტევას რუსეთში ობიექტებზე“ აშშ-ს მიერ მოწოდებული იარაღით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.

„ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება ამ განზრახვის შესახებ [რუსეთზე თავდასხმის შესახებ] არის რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაციები“, - თქვა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე და დასძინა, რომ „რუსეთის ნომერ პირველი ამოცანა დღეს არის ძირი გამოუთხაროს ნდობას უკრაინასა და ამერიკას შორის“.

ცნობისთვის, ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში გააგზავნის მოწინავე სარაკეტო სისტემებს

დიდი ბრიტანეთი ასევე დათანხმდა უკრაინაში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გაგზავნას აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით, რადგან უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის შეტევის მოგერიებას.