შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ პანდემიას თავი დავაღწიოთ.
„თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს, რომლებიც გავრცელდება და შეაჩერებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ეკონომიკას“, - აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება პანდემიას თანასწორობითა და სამართლიანობით უნდა დაუპირისპირდეს.
„მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები, შვიდჯერ მეტია, ვიდრე აფრიკის ქვეყნებში, რაც სამარცხვინოა. ჩვენ გვჭირდება ვაქცინებთან დაკავშირებული თანასწორობა“, აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.