არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში მობილიზაცია მეორედ გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„თუ თავდაცვისთვის ხალხი არ გვეყოფა, მაშინ ჩვენც გვექნება მობილიზაცია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეკითხვაზე, რა ელოდება სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მათი მობილიზაციაც არ არის გამორიცხული.
„ჯერ სტუდენტებს არ ეხებიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს და ყველა წავიდეს, ან ძალიან ბევრი. თქვენ საერთოდ გინდათ, უკრაინა რომ გადარჩეს, თუ სორბონაში და ოქსფორდში სწავლასთან დაკავშირებული პირადი პრობლემის მოგვარება გსურთ?!“ – განაცხადა არესტოვიჩმა.