თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ, ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს... - არჩილ ხოფერიას ემოციური პოსტი

არჩილ ხოფერია

ლანჩხუთელი გმირის, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალვის შემდეგ, მისმა ასევე გმირმა მამამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„სულ მარტო დარჩა ბებერი კოფაკი, გამცვდარი ერთგან ჩამოტეხილი ეშვით და ყელზე ძველი ჩანგლებით, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ იჟანგება, რომ ჟამიდან- ჟამზე მოხდურის სისხლით იფერება... ხვადი დაკარგა ახალგაზრდა, ერთადერთი ხვადი მისი და ფარის იმედი... ამჯერად ხროვამ იძალა... და თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ, ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს და ისევ ელოდება ხროვის გამოჩენას..." - წერს არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში.

25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა და საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა. სამშობლოში გადმოსვენებამდე თანამებრძოლები მას კიევში გამოემშვიდობნენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს დაიღუპა.

ის მშობლიურ სოფელში, 10 დეკემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.