თუ ჩვენი სახელმწიფო ზეწოლას ვერ გაუძლებს მაშინ ჩვენი მეზობლები რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

თუ ჩვენი სახელმწიფო ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაშინ ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაშინ ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.