პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თუკი ჩვენი ბედი იმ დრაკონის დამარცხებაა, რომლის შიშითაც ნახევარი სამყარო ძრწოდა და თუკი ჩვენი ბედია, ვყოფილიყავით ის დამარცხებისთვის განწირული „ანდერდოგი“, რომელსაც სამი დღე მისცეს და ის კი უკვე მეხუთე თვეა იბრძვის – რას ვიზამთ, ესე იგი, ჩვენ ეს შეგვიძლია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კუნძულ ზმეინის შემდეგ, უკრაინული დროშა მალე დაბრუნდება ყირიმშიც და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„შუაღამემდე ერთი წუთია დარჩენილი და ერთი აზრი მინდა გაგიზიაროთ. უკვე 134 დღეა, რაც ჩვენ დაძინება გვიჭირს, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიცით, რისთვის უნდა გავიღვიძოთ, ვისთვის უნდა გავიღვიძოთ და რაც მთავარია, ვინ უნდა გაგვაღვიძოს.
ჩვენ – უკრაინელები, კეთილი, მშვიდობიანი ერი, უცებ მსოფლიოს ახალი ამბებისა და სუპერგმირების სათავეში აღმოვჩნდით, უდიდესი ფასის სანაცვლოდ. არადა, ჩვენ უბრალოდ ცხოვრება გვინდოდა. ჩვენს მიწაზე თავისუფლად ცხოვრება. მაგრამ ღმერთს თავისი გეგმები აქვს და თუკი ჩვენი ბედია იმ დრაკონის დამარცხებაა, რომლის შიშითაც ნახევარი სამყარო ძრწოდა და თუკი ჩვენი ბედია, ვყოფილიყავით ის დამარცხებისთვის განწირული „ანდერდოგი“, რომელსაც სამი დღე მისცეს და ის კი უკვე მეხუთე თვეა იბრძვის – რას ვიზამთ, ესე იგი, ჩვენ ეს შეგვიძლია.
ვინც ხოხვისთვისაა დაბადებული – ის ზმეინისაც ვერ წაართმევს იმას, ვინც დაბადებულია ფრენისთვის. ამიტომაც დაბრუნდა ლურჯ-ყვითელი კუნძულზე. და როდისმე, ის აუცილებლად დაბრუნდება ყირიმის ნახევარკუნძულზეც, ყველა ჩვენს ოკუპირებულ ქალაქსა და სოფელშიც და ყველა მათგანში აჟღერდება ჩვენი ჰიმნი,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, ცნობილ უკრაინულ კუნძულ ზმეინზე სამხედროებმა უკრაინული დროშა აღმართეს.