ვესაუბრე ბორის ჯონსონს და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მის ყოველდღიურ მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები, უკრაინის მიმართ ქვეყნის მხარდაჭერას არ შეცვლის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, ჯონსონმა კი თავის მხრივ დაუდასტურა ბრიტანეთის მხარდამჭერი განწყობა უკრაინას მიმართ.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთი და პრემიერ - მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებაა. მას, დღეს ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან რუსული ტერორის პირველივე დღიდან ვიღებთ როგორც იარაღის მოწოდების, ასევე ფინანსური დახმარებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით. გასაკვირი არ არის, რომ უკრაინელები ბორისის მიმართ პირად მადლიერებას გრძნობენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ვაშენებთ. რაც არ უნდა ხდებოდეს ლონდონის სახელისუფლებო წრეებში, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ზელენსკიმ.