ზელენსკი: რუსეთთან ომს 2500-3000 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

„ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი.

მან ასევე ისაუბრა მოკლულ სამოქალაქო პირებზე და განაცხადა, რომ მათი ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია.

„ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები - ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, ვოლნოვახა ბლოკირებულია და ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რამდენი ადამიანია იქ მოკლული“, - ამბობს ზელენსკი.