ცნობილია რატომ შეფერხდა კიევთან რუსების კოლონა - პენტაგონის განცხადება

pentagoni

პენტაგონის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პირდაპირმა თავდასხმება და გზად გამავალი ხიდის აფეთქებამ შეაფერხა რუსეთის 60-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც ბელარუსიდან კიევისკენ მიიწევს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინა ასევე ინარჩუნებს საკუთარი საჰაერო საბრძოლო ძალების “მნიშვნელოვან უმრავლესობას”, რაც ხელს უშლის რუსეთს, რომ მოიპოვოს უპირატესობა ჰაერში.

“ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელების მიერ ხიდის აფეთქებამ, რომელიც [კოლონას გზად უნდა გაევლო] ითამაშა გადამწყვეტი როლი კოლონის მოძრაობის შეჩერებაში. თუმცა ასევე გვჯერა, რომ კოლონას მათ [უკრაინელებმა] სხვა ადგილებიდანაც დაარტყეს, პირდაპირი შეტევაც განახორციელეს”, – CNN-ის ცნობით, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ამერიკული კომპანია Maxar Technologies იუწყება, რომ მათ მიერ დაფიქსირებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, კიევისკენ სამხედრო კოლონა მიემართება.  კოლონის სიგრძე 64 კმ-ია (40 მილი).

კოლონის შეფერხებაზე პენტაგონმა 3 მარტსაც განაცხადა. პენტაგონის თანახმად, ბოლო 24-36 საათში კოლონამ მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწია წინ.

“ჩვენი აზრით, რუსები ახლა გადაჯგუფებას აწარმოებენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელიც დაგეგმილი იყო, მაგრამ ვერ მიაღწიეს”, – განაცხადა 3 მარს კირბიმ.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.