დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისა.
მისივე თქმით, რუსეთი არ განიხილავს ნაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე.
„სპეცოპერაციის რეალური მიზეზი არის მრავალი ქვეყნის თვითკმაყოფილება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით საკუთარ თავს გამარჯვებულები უწოდეს და საბჭოთა და რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე დაპირებების დარღვევით, ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება დაიწყეს. ეს ალიანსი იყო თავდაცვითი, როდესაც ნატო და ვარშავის პაქტი არსებობდა. შემდეგ იყო ბერლინის კედელი, როგორც ფიზიკური კედელი, ასევე გეოპოლიტიკური. სავსებით აშკარა იყო, სად იყო ამ გაერთიანების თავდაცვის ხაზი. იმავდროულად, ისინი აშენებდნენ თავდასხმის ბაზებს, იყენებდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, კერძოდ უკრაინას, როგორც პლაცდარმს რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ.
ყველა ეს კონკრეტული მოვლენა დაკავშირებულია შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის ქმედებებთან, მათ სურვილთან, დომინირდნენ მთელ მსოფლიოში და აჩვენონ ყველას, რომ არ იქნება მრავალპოლარულობა, იქნება ერთპოლარული მსოფლიო. ერაყში, სირიაში, ლიბიაში, იუგოსლავიაში, აშშ-სგან ათასობით კილომეტრის დაშორებით ე.წ. საფრთხეებთან მიმართებაში აშშ-ის შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს. მაგრამ როდესაც რუსეთი აფრთხილებს ყველა თავის კოლეგას, რომ სწორედ ჩვენს საზღვრებზე ქმნით დასაყრდენს ჩვენს წინააღმდეგ, თქვენ ავსებთ იარაღით უკრაინას. უკრაინა ნატო-ს გაფართოების პლაცდარმი გახდა. მათ თქვეს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი და მას ვერავინ შეაჩერებს, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – თქვა ლავროვმა.