დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის და გაზის ემბარგოა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, წამყვანი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.
„ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის შიშით, მიიღებს ორივეს“, – დაწერა Twitter-ზე პოდილიაკმა.