ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას ავრცელებს.
„უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ევროპულიც გახდა - ახლა უკვე ნახევარი ევროპა გვიგზავნის იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. დახმარების მასშტაბები გაიზარდა. ახლა დასავლეთისგან გამოყოფილნი აღარ ვართ, თუმცა, არის მხარდაჭერა სამხრეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან და ატლანტის ოკეანის გადაღმაც.
ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა განრისხებული ტირანის მორჩილებაზე და ეს ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.