პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საოპერო ვარსკვლავი, თამარ ივერი, სოციალურ ქსელში სანქციების გამკაცრებას ეხმაურება და წერს:
„შეშფოთებულ - აღშფოთებულთა არმიას გამოეყო ერთი უფრო შეძრწუნებული. ორი დღეა მესმის, როგორ აცხადებენ ამერიკა სანქციებს კიდევ ამკაცრებს, არიქა, ახლა სბერბანკი და ალფაბანკიც შევაჩერეთო. თქვე დალოცვილებო... ეს თქვენი სანქციები ლურსმნების „გაიკები“ და „შურუფებია“ რომ ნელ-ნელა უჭერთ? თავიდანვე ერთბაშად რატომ არ მიიღეთ როგორი მკაცრი სანქციებიც იყო მისაღები?
აუცილებლად 43 დღე ომი, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ჟლეტვა უნდა მომხდარიყო რომ სბერბანკი და ალფა ბანკი დაგებლოკათ? თავიდანვე რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი? ღმერთმა ნუ ქნას, ნუღარ გაგრძელდეს ეს ომი მაგრამ... ორი კვირის მერე კიდევ რომელიმე ქალაქი რომ გასწორდეს მიწასთან და კიდევ ასობით მსხვერპლი იყოს... კიდევ გამოხვალთ და ისევ ასეთივე ყალბი შეშფოთებით იტყვით კიდევ ვამკაცრებთ სანქციებს...
ახლა გაზპრომს და რუსპრომს ვბლოკავთო. ვაი რომ უკვე ბავშვსაც კი აღარ სჯერა ამ თქვენი სანქციების. და ვის უწესებთ მაგ სანქციებს? ისევ იმ საწყალ, კორპუსებში შეყრილ, პირაკრულ რიგით რუს მოსახლეობას თორემ იმ ოლიგარქებს ბოდიში გამოთქმისთვის და სულ „ფეხებზე ჰკიდიათ“ ეს სვიფტების ჩაკეტვაც და სახლის დაყადაღებაც. არც ერთ მათაგანს რუსეთის ბანკებში არ აქვთ ფული რომ სვიფტი ებლოკებოდეთ. ფულები ოფშორებში, საკუთარვე შექმნილ ბანკებში ან კვიპროსის, შვეიცარია ლიხტენშეინის ა.შ. ბანკებში აქვთ დაბანდებული.
20 სახლიდან და 30 იახტიდან თუ 2-3 ვილას და 3-4 იახტას ჩამოართმევ... „კაკ ნიბუდ“ გადაიტანს ვალოკორდინის საჭიროების გარეშე. 2-3 წელიწადში ისევ შეივსებს „დანაკლისს“ ისევ უბრალო ხალხია ცოდო... წნეხი და შეზღუდვა ისევ მათ აწვებათ და პირველ რიგში ჩვენ, სრულიად ყველა ვართ უკვე ცოდო ამ ევრო ტრიბუნებიდან მხოლოდ „ხალასტოიზე“ მოთუხთუხე შეშფოთებულ - აღშფოთებული პოლიტ ცვედანების სფიჩების შემხედვარე!!!“ - წერს თამარ ივერი.