ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

ჭიათურა

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სახელით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. ტვირთი საკვები პროდუქტებისა და  პირველადი საჭიროების ნივთებისგან შედგება.  აქციას შეუერთდნენ მულტიფუნქციური ცენტრის ბენეფიციარები, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის’’ თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შეგროვდა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის: საკვები და სასმელი პროდუქტები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სამედიცინო დახმარებისა და პირველადი მოხმარების ნივთები.

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დახმარების, მიზნით ჰუმანიტარული ტვირთი, დახარისხდა, მუყაოს ყუთებში შეიფუთა და უკრაინის საელჩოსა და ჰიპერმარკეტ „დომინოს“ საშუალებით ტვირთის უკრაინაში ტრანსპორტირება და ლოგისტიკა განხორციელდება.

ერთად უკრაინის დასახმარებლად - ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, ჰუმანიტარულ აქციას  მომავალშიც განაგრძობს. მიზანი, იმ მძიმე რეალობის შემსუბუქებაა, რომელიც უკრაინაში ომმა  შექმნა.