სურსათის დეფიციტი გარდაუვალია - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გლობალურ ბაზარზე სურსათის დეფიციტი გარდაუვალია. მისი თქმით,  რუსეთმა  მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტის პროცესს თვალი უნდა ადევნოს. 

„ისინი აუცილებლად გაამწვავებენ სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, რაც წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო დიდ მატებას. ჩვენ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდეთ ექსპორტს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში“, - განაცხადა პუტინმა საკვების წარმოებასთან დაკავშირებით, გამართულ შეხვედრაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა რუსეთი 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ „სანქციების გლობალური გავლენა შეიძლება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს“.