ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
უკრაინაში ომი გრძელდება. 68-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 150-მდე აფეთქება. დრონის ნამსხვრევებმა, საცხოვრებელ სექტორსა და ბავშვთა გამაჯანსაღებელ ცენტრთან ხანძარი გააჩინა. მანამდე უპილოტო საფრენი აპარატით სამარშრუტო ავტობუსზე იერიშის დროს 2 მგზავრი დაშავდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცხელ წერტილად რჩება პოკროვის მიმართულება, სადაც ყველაზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა. ვრცელდება ცნობები, დონეცკის ოლქში რუსული ჯარების 8 დასახლების მიმართულებით დაწინაურების შესახებაც.
კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ისინი სამშობლოში, რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ დააბრუნოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაბლოკა წინადადება უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ. ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მედიასთან განაცხადა, რომ ის ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მოლოდინშია.
"ველოდები სატელეფონო ზარს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდეგ უკვე განვაგრძობთ სვლას," - განაცხადა უოლცმა ABC News-თან ინტერვიუში.