1732386875
სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას - ბორის ჯონსონი
სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადების წყალობით, რუსეთის შეტევა დონბასში წარუმატებლობას განიცდის. სწორედ ახლა ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყათ რუსებს, როდესაც მათ უკვე დაიწყეს ბარბაცი“, – განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონის თქმით, პუტინის ჯარები უკვე დაიღალნენ, მათი დანაკარგები კოლოსალურია, ხოლო მიწოდების ჯაჭვები ამოწურული.
„ვფიქრობ, ახლა არ არის რაღაც წვრილმანი შერიგების გეგმით გამოსვლის დრო. არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი სიცოცხლის წართმევა სურს. ყველაზე მთავარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნებაა“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264