1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა და კოლორიტულმა პოლიტიკოსმა მსოფლიოს თავი არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობით, არამედ უჩვეულო ვარცხნილობითაც დაამახსოვრა.
"კრეატიული ქაოსი" ბრიტანეთის პრემიერის თავზე ყოველთვის უამრავ კითხვას იწვევდა - რატომ გამოიყურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ასე უჩვეულოდ?
ჟურნალისტები ჯონსონს ვარცხნილობასთან დაკავშირებულ კითხვებს გამუდმებით უსვამდნენ, თუმცა პოლიტიკოსი პირდაპირი პასუხის გაცემას ყოველთვის გაურბოდა და ჟურნალისტებს სიცილით იგერიებდა.
მაინც რა არის ეს - საგანგებოდ პრემიერისთვის შექმნილი ვარცხნილობა, შამპუნის ან თმის ბალზამის არასწორად შერჩევის შედეგი, თუ ჯონსონის უჩვეულო გზავნილი მსოფლიოსთვის?
ამერიკულმა გამოცემამ Nicky Swift ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რა გახდა უჩვეულო ვარცხნილობის არჩევის მიზეზი.
როგორც პრემიერთან დაახლოებული პირები ამბობენ, ჯონსონი დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ ქარიზმატულად გამოიყურებოდეს.
ის ყოველთვის "გაწეწილი"არ ყოფილა, ახალგაზრდობაში ბრიტანეთში პოპულარულ, კლასიკურ ვარცხნილობას ატარებდა და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ოქსფორდის კურსდამთავრებულს, არისტოკრატს და ბრიტანეთის მეფის ნათესავს შეეფერება.
"საფირმო ვარცხნილობა" პირველი პოლიტიკური ნაბიჯების კვალდაკვალ
პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ჯონსონი მიხვდა, რომ ლონდონელი დენდის სტილი ხალხთან დაახლოების საუკეთესო გზა არ იყო, ამიტომ პოლიტიკოსის სტილისტებმა და იმიჯმეიქერებმა ახალი, უფრო "ხალხური" ჯონსონის სტილი შექმნეს - გაწეწილი თმა, დიდი ზომის პიჯაკი, დაჭმუჭნილი საწვიმარი და ველოსიპედი ბორის ჯონსონის განუყოფელ ნაწილად იქცა.
პრემიერი თავისი გარეგნობით და გამომეტყველებით თითქოს ბრიტანელებს ეუბნება:
"ბიჭებო, მეც თქვენნაირი ვარ. გუშინ თმა უცნაური შამპუნით დავიბანე და დილას ვეღარაფერი მოვუხერხე. უბრალოდ დავივარცხნე და გავიქეცი თქვენი პრობლემების გადასაჭრელად.
აღსანიშნავია, რომ "ხალხური ჯონსონის" იმიჯმა შესანიშნავად იმუშავა როგორც ბრიტანეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
დიახ, ბრიტანეთის პრემიერმა თანამდებობა დაკარგა, მაგრამ ის პოლიტიკაში რჩება.