პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი რუსეთის ფედერაციის უკრაინაში „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობენ, მაგრამ არ აგზავნის საკუთარ ჯარს, ქვეყანაზე თავდასხმის აღკვეთის მოტივით.
„...რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში, იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბელორუსის ამოცანაა „პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე“.
„ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს, არის მუდმივი პროვოკაციები საზღვარზე“ - ამბობს ლუკაშენკო.