სიტუაცია რთულდება, დამპყრობელი სულ უფრო მეტ ძალას მიმართავს, რომ გატეხოს ჩვენი თავდაცვა - ზელენსკი

zelenski

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე სიტუაცია რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამჟამად ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ომის 346 დღის განმავლობაში მე ხშირად მითქვამს, რომ სიტუაცია ფრონტზე რთულია და რომ სიტუაცია რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა, როდესაც დამპყრობელი სულ უფრო მეტ ძალას მიმართავს იმისკენ, რომ გატეხოს ჩვენი თავდაცვა. ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანის და სხვა მიმართულებებზე. თუმცა ახლაც, ისევე როგორც ამ 346 დღის განმავლობაში, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს. ჩვენი სიმტკიცე. არა რუსეთის რაღაც მცდელობები და გეგმები, არამედ ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და სიმტკიცე, ყველას შედეგიანობა და სისწრაფე, ვინც უზრუნველყოფს და ეხმარება ჩვენი თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას. მათი ყურადღება და დამაჯერებლობა, ვინც უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს იცავს. ჩვენი ხალხის სიმტკიცე და ერთიანობა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს გმირებს და უკრაინის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.