1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
როგორც უწყება წერს, ამ კვირაში, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან.
„ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს. ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.