რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში – ასტროლოგის მიმართვა
1779472897
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი „გარდამტეხ მომენტს“ აღწევს, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ჰელსინგბორგში უკრაინა-ნატოს საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უბრალოდ დახმარებას არ ითხოვს, არამედ ნატოს ქვეყნების პარტნიორია.
„უკრაინა აღარ ითხოვს მხოლოდ შემოწირულობებს; ჩვენ ვართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონაწილე, დონორი და პარტნიორი, რომელიც მზადაა, გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს მოკავშირეებს. თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშვიდობის გარანტიაა“, - აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.
მან ნატოს ყველა წევრს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ უკრაინის თავდაცვის საქმეში.
„ეს ინვესტიცია ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდ მშვიდობის დივიდენდს მოიტანს“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.
სიბიგამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „მოსკოვზე ზეწოლა იზრდება“ და რომ „ომში გარდამტეხი მომენტი“ ახლოვდება.