"შინ კარგი ამბებით ვბრუნდები..." - ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული ვიზიტი აშშ-ში

ზელენსკი

აშშ-ში ჩასული უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი კონ­გრეს­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

"შინ კარ­გი ამ­ბე­ბით ვბრუნ­დე­ბი, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გა­მო­ა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ახა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ახა­ლი პა­კე­ტის შე­სა­ხებ", - განაცხადა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამე­რი­კელ კო­ლე­გას­თან, ჯო ბა­ი­დენ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომლებიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება მისი არტილერიის, ტანკებისა და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ, ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, რუსეთი ზამთარს „იარაღად იყენებს“.

„ყინავს და აშიმშილებს ხალხს, ერთმანეთისგან აცალკევებს მათ. ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ. მათ შორის იგულისხმება ძალისხმევა კონგრესში, რაც გაამარტივებს მართლმსაჯულების ძიებას უკრაინაში რუსული სამხედრო დანაშაულების გამო“, – აღნიშნა ბაიდენმა.