შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩეს - ამირან გამყრელიძე

ვაქცინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩეს.

მისი თქმით, სამწუხაროა რომ ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე მოთხოვნა დაცემულია.

„ფაიზერის” 350-400 ათასამდე დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთილი აქვს „ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელსაც ქვეყანა მარტის ბოლომდე მიიღებს. ვფიქრობთ, უწყვეტად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი აპრილ-მაისშიც. თუ ამ ტემპით წავიდა აცრები, არის რისკი რომ აუთვისებელი დარჩეს. მოგეხსენებათ, ჩვენ „ფაიზერის“ 2 მლნ დოზა გვქონდა ქვეყანაში, აქედან მილიონი სახელმწიფომ იყიდა, დანარჩენი კი დონაციის გზით არის შემოსული. ამოწურულია ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვიყიდეთ,“ – განაცხადა გამყრელძემ.