პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„არსებობს იმედგაცრუება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ამ დრომდე დეესკალაციამდე ვერ მიგვიყვანა",- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ცივი სისხლი უნდა გამოვაჩინოთ. უნდა ვიმოქმედოთ ჭკვიანურად და მტკიცედ. ევროკავშირის ქმედებები ხორციელდება ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, ეს არის მკაცრი სანქციები, და ჩვენ გავაგრძელებთ ახალი, უპრეცედენტო სანქციების შემუშავებას. მეორე მხრივ კი საუბარია ევროკავშირის დნმ-ზე - ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს.
არსებობს იმედგაცრუება იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ, ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა დეესკალაციამდე და საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ვერ მიგვიყვანა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ უნდა შევინარჩუნოთ დიპლომატიური არხი. მათ დასამუხრუჭებლად და წარმატების მისაღწევად, შესაძლოა, სწორედ ეს გზა იყოს ყველაზე შედეგიანი,"-აცხადებს შარლ მიშელი.