„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
დავით სერგეენკომ ოპოზიცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი პარლამენტის მიერ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში არ იღებენ მონაწილეობას. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ერთი კვირის წინ სპეციალური ანგარიში გავხსენით და პარლამენტის ყველა წევრს, ოპოზიციის ჩათვლით, გავუგზავნეთ წერილები და მოკლეტექსტური შეტყობინებები. საერთოდ არ ყოფილა რეაგირება. გუშინ დავეჭვდი, რომ იქნებ არ იციან ამ ადამიანებმა და აპარატს ვთხოვე და კიდევ ერთხელ გადაუგზავნეს ყველაფერი. დღეს კიდევ ვნახე და ამ ანგარიშზე უბრალოდ ნულოვანი აქტიურობაა. ვერავის დავავალდებულებ, რომ მაინც და მაინც თანხა გაიღოს, მაგრამ მოწოდებებში როგორი ყოჩაღებიც არიან იმის მეათედი თანხა რომ გადაიხადონ... საქართველოს პარლამენტის სახელით მიდის ეს თანხა და არა „ქართული ოცნების“ ან რომელიმე სხვა პარტიის სახელით. მართლა გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ. ახლა სხდომათა დარბაზში ვიჯექი. ისეთი მქუხარე მოწოდებები არის, მეტით რატომ არ ეხმარებითო, გეგონა ვინმემ ხელი დაუბორკა ამ ადამიანებს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ძალიან დიდი, 180-გრადუსიანი სხვაობაა მათ მოწოდებებსა და იმ რეალობასა და კონკრეტულ ნაბიჯებს შორის, რომლებსაც ისინი უბრალოდ არ დგამენ“, - განაცხადა სერგეენკომ.