პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება დროებით ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.
ვერეშჩუკის თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან დონეცკის ოლქი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი მესამედი ბავშვები იყვნენ.
„უარს ამბობს თუ არა ხალხი? ჯერჯერობით უარი არ ყოფილა. თუმცა ხალხი ამბობს, „მოვაგროვებთ მარცვლეულს“; „მოდით დავიცდით, ვიდრე აცივდება“; ჩვენ კი არ ვიცით, რა გველოდება წინ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
ვერესჩუკის თქმით, უკრაინის მთავრობა უფასოდ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებასა და სამედიცინო დახმარებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.