უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ბორელი

ბორელი

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, -  ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. 

„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვასთვის არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის წინადადებით გამოვდივართ. ეს ხელს შეუწყობს ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ამ წინადადებას ივნისში წარვადგენთ, რათა საბჭომ ივლისში მიიღოს.

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“, - აღნიშნა ბორელმა.