საქართველოს უნივერსიტეტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა

ალექსეი

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ თითოეული სტუდენტის სახელით დ 1 000 000 ლარს გადარიცხვის ფაქტს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„საქართველოს უნივერსიტეტი თითოეული სტუდენტის სახელით უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს“, - წერს ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს უნივერსიტეტი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მილიონ ლარს რიცხავს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ აქვთ პასუხისმგებლობა მათი სტუდენტების წინაშე, რომ მისცენ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შეუწყონ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას.