საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის აგრესიის კონტექსტში საქართველოც ახსენა.
კახა იმნაძემ, სხდომაზე შეკრებილებს უთხრა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია საქართველოს ინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამომაფხიზლებელი მოწოდება ყველასთვის:
„ჩვენ დღეს ამ საგანგებო სხდომაზე შევიკრიბეთ, რადგან უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ ვერ შეასრულა მშვიდობისა და უსაფრთხოების მცველის როლი. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზე, გენერალურ ასამბლეაზეა დამოკიდებული, სადაც ყველას გვაქვს ხმის მიცემის თანაბარი უფლება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გაერთიანებული ერები ახორციელებენ იმ მიზანს, რისთვისაც ის შეიქმნა.
გაეროს წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არღვევს გაეროს წესდების 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიას.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამომაფხიზლებელი მოწოდება ყველასთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი სცენარის თავიდან აცილება რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინაში ვერ მოხერხდა. უდანაშაულო ხალხი: ქალები და ბავშვები იხდიან ყველაზე დიდ საფასურს.
გაეროს ქარტიაში დაცული ძირითადი პრინციპები: ჰელსინკის აქტი, ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებები მოლაპარაკებებს და გადახედვას არ ექვემდებარება არცერთი ქვეყნის მიერ, განურჩევლად იმისა, თუ რამხელა და რა ძალაუფლება აქვს. ტერიტორიის დაუფლება ძალის მიერ ან მუქარით - უკანონოა.
საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და გამოიყვანოს თავისი ძალები და აღჭუვილობა უკრაინიდან. მისცეს საშუალება ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას წვდომა ყველგან სადაც ეს აუცილებელია“, განაცხადა იმნაძემ გაეროს სხდომაზე.