პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში რუსუთის შეჭრისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციები მუშაობს, მაგრამ სასურველი ეფექტის მიღწევას შესაძლოა დრო დასჭირდეს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„სანქციები მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, ეს ნაბიჯები თითქმის 1200 ფიზიკურ პირის , 100-მდე ორგანიზაციის და რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორებისთვის სანქციების დადებას ისახავს მიზნად.
მიღებული ერთ-ერთი მთავარი სანქცია არის 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ნავთობის 90%-ის შეძენის შეწყვეტა რუსეთიდან.
„პუტინს სჯერა პოლიტიკური ვოლუნტარიზმის ჯადოსნური ძალის, თუმცა ეს სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს... მაშინაც კი, თუ სანქციებმა არ შეცვალა რუსეთის ტრაექტორია მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უსარგებლოა, რადგან ისინი გავლენას ახდენენ რესურსების რაოდენობაზე. სანქციებით პუტინი იძულებული გახდება კარაქსა და იარაღს შორის არჩევანი გააკეთოს“,- აღნიშნავს ბორელი.