რუსებმა უკრაინაში 353 ბავშვი მოკლეს

ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„16 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 353 ბავშვი და დაშავდა 662-ზე მეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 353 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა. უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.