1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის მიგრაციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს ბინადრობის ნებართვების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც მათ საინვესტიციო მიზნებისთვის ითხოვენ.
მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს განმარტებით, საბერძნეთი აღარ გასცემს ბინადრობის მსგავსი კატეგორიის ნებართვებს რუსეთის მოქალაქეებზე, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
საუბარია ბინადრობის ნებართვაზე, რომელსაც საბერძნეთში იღებენ ბიზნეს - ინვესტიციის ჩადების მიზნით. სამინისტრო არ განიხილავს არ ბინადრობის ნებართვის ახლად შესულ მოთხოვნებს და არც იმ მოთხოვნებს, რომლებიც გადავადებას ეხება.