„სამშობიაროები?.. მე ვნახე ეს კადრები, რომელიც ძალიან ემოციურად იყო წარმოჩენილი - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთი კითხვა, იმ სამშობიაროს ეხებოდა, რომელიც გუშინ მარიუპოლში დაიბომბა. 

„სამშობიაროები? არაერთხელ გვესმის ასეთი პათეტიკური მსჯელობები, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩადიან ამას. 7 მარტს, 3 დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჩვენმა დელეგაციამ ფაქტები წარმოაჩინა, რომ ეს სამშობიარო უკვე დიდი ხანია ხელში ჩაიგდო ბატალიონმა აზოვმა, რადიკალებმა, საიდანაც ყველა მშობიარე ქალი და ყველა მედდა გაიყვანეს. ამიტომ, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია. მე ვნახე ეს კადრები, რომელიც ძალიან ემოციურად იყო წარმოჩენილი,"- აცხადებს სერგეი ლავროვი.