პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის წყალობით, უკრაინულმა არმიამ ქვეყნის სამხრეთ მიმართულებით საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times წერს.
მედიის თქმით, უპირატესობა გამოიხატება ზუსტად მართვად რაკეტებსა და საარტილერიო ჭურვებში, ასევე ისეთი ხარისხის იარაღში, რომლის მსგავსიც რუსეთს არ აქვს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს უზრუნველყოფილია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან.
გარდა ამისა, სტატიის ავტორები წერენ, რომ უკრაინის მზარდი უპირატესობა არტილერიის თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდება ზაფხულში არსებული სიტუაციისგან, როცა რუსეთმა უკრაინის პოზიციებს ნაღმმტყორცნებითა და და საარტილერიო ცეცხლით დაარტყა, რამაც მას ნელი პროგრესის შესაძლებლობა მისცა ხერსონის მიმართულებით.
უკრაინელი სამხედროები მედიასთან ჰყვებიან, რომ ახლა ხერსონის რეგიონში მხარეები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ჭურვებს ისვრიან, თუმცა უკრაინის დარტყმები არა მხოლოდ უფრო შორი მანძილის, არამედ უფრო ზუსტიცაა.