სამხედრო ოპერაცია უკრაინაში არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს - ევროკავშირში რუსეთის ელჩი

ვლადიმერ ჟიჩოვი

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორითაც რუსეთში გარკვეულ ადამიანებს სურთ.

მისი მტკიცებით, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არ ყოფილა.

„ის გრძელდება გარკვეული სიჩქარით, უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის ჯარების - რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების - ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

რუსული არმია აშშ-ისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით. მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა. უნდა გავიმეორო, რომ რუსეთის განზრახვა არ იყო ტერიტორიის დაპყრობა უკრაინაში,“- აღნიშნა ელჩმა.