"საფრანგეთმა და გერმანიამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს" - რაზე საუბრობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი "სტრატეგიული შეცდომა" დაუშვეს, როცა 2008 წელს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც კულებამ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, "ომი არ დაიწყებოდა, უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო".

"2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამერიკის და სხვა პარტნიორების შეთავაზებაზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარი თქვეს და ამის საფასურს ახლა ვიხდით.

ფასს იხდის არა გერმანია ან საფრანგეთი, არამედ ჩვენ, უკრაინა", - თქვა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის არ ნანობს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი რომ იყო.

ის თვლის, რომ მისი გადაწყვეტილება სწორი იყო.