გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ე.წ. სანიტარიული საშვების ვაქცინაციის საშვებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
ვაქცინაციის საშვი სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ 12-15 წლის მოზარდებს ვაქცინაციის საშვის წარდგენა არ მოეთხოვებათ, თუმცა მათ კვლავ მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.