საფრანგეთი ბრიტანეთს "ჰუმანურობის ნაკლებობაში" ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც 150-მა უკრაინელმა ლტოლვილმა გაერთიანებულ სამეფოში შესვლა ვერ შეძლო

REFUGES

საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს „ჰუმანურობის ნაკლებობაში“ ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც 150-მა უკრაინელმა ლტოლვილმა გაერთიანებულ სამეფოში შესვლა ვერ შეძლო. ამ სათაურით ინფორმაციას independent-ი ავრცელებს: 

"საფრანგეთმა ბრიტანეთი დაადანაშაულა "ჰუმანურობის ნაკლებობაში" - უკრაინელმა დევნილებმა დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეს გავლით შესვლა ვერ შეძლეს, მათ იქ ოჯახის წევრები ჰყავთ და ოჯახები უნდა შეერთებოდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი თავის ბრიტანელ კოლეგას პრიტი პატელს მკაცრ მიმართვაში მოუწოდებს, რომ ლონდონმა სათანადო საკონსულო განყოფილება ვიზების გასაცემად კალეში მას შემდეგ მაინც გახსნას, რაც 150 უკრაინელს უარი უთხრეს უვიზოდ გაერთიანებულ სამეფოში შესვლაზე და მათ საკონსულოებში - პარიზის ან ბრიუსელის საკონსულოებიდან ვიზების აღება მოსთხოვეს. 

"აუცილებელია, რომ თქვენს საკონსულო წარმომადგენლობას, გამონაკლისის სახით, ამ კრიზისის განმავლობაში, შეეძლოს ვიზების გაცემა ოჯახის გაერთიანებისთვის ადგილზე, კალეში,” - დასძინა ბ-ნმა დარმანინმა.

საფრანგეთმა პასუხად გამოაცხადა, რომ ბრიტანეთმა საპორტო ქალაქში სავიზო ცენტრი მას შემდეგ შექმნა, რაც ლონდონმა სქემა შექმნა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დასახლებული უკრაინელების ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემდა.

"ჩვენი სანაპიროები ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედიის ადგილი იყო. ამას ნუ დავამატებთ იმ უკრაინულ ოჯახებს, ვისაც ქვეყანაში ოჯახების გაერთიანება სურთ“, - დასძინა დარმამინმა.

პატელმა სამი დღის წინ, ოფიციალურად წამოიწყო უკრაინის საოჯახო ვიზების სქემის ამოქმედება აღმოსავლეთ პოლონეთში, მადიკაში ვიზიტის დროს.

"მე შევიმუშავე უკრაინელი ლტოლვილებისთვის საოჯახო სქემა უკრაინის მთავრობასთან და მეზობელ ქვეყნებთან დისკუსიების შემდეგ და ვამაყობ, რომ რამდენიმე დღეში ამოქმედდება, რაც საშუალებას მისცემს უკრაინულ ოჯახებს უსაფრთხოდ, სწრაფად და უფასოდ გაერთიანებულ სამეფოში შევიდნენ". - თქვა მან. 

ცნობისთვის, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი სავარაუდოდ, 1,5 მილიონს აღწევს. გაეროს ცნობით, ომის პირობებში შესაძლოა, ლტოლვილთა რიცხვმა ხუთ მილიონს მიაღწიოს. 

ლტოლვილების უმეტესობა დასავლეთისკენ გადაადგილდება: პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, მოლდოვასა და უნგრეთის მიმართულებით.

პოლონეთმა, რომელმაც კარი უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობას გაუღო, გავრცელებული ინფორმაციით, 650 000-ზე მეტი ადამიანი მიიღო.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა გასულ კვირას პირობა დადო, რომ "ძალიან გულუხვი" იქნება ლტოლვილების მიმართ, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს.