საბერძნეთი მზადაა, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს

მარიუპოლი

საბერძნეთი მზადაა მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს.

ამის შესახებ Twitter-ზე პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დაწერა.

„საბერძნეთი მზადაა აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრი, ქალაქი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა“, - წერს მიცოტაკისი.