რუსულმა ჯარმა იზიუმის სამხრეთით შეტევა განაახლა, მათი მიზანი ჩრდილოეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევაა - ბრიტანული დაზვერვა

მიკოლაევი - უკრაინა

ბოლო 48 საათში რუსულმა ჯარმა ქალაქ იზიუმის სამხრეთით შეტევა განაახლა, რისი მიზანიც დონეცკის ოლქის სიღრმეში შესვლა და ჩრდილოეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევაა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

„რუსეთს ამ დრომდე უკრაინაში, მანამდე კი სირიაში ჰქონდა ცალმხრივად გამოცხადებული „ჰუმანიტარული“ დერეფნების შექმნის პრეცედენტები, რაც საომარი ქმედებების სივრცით მანიპულირებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების მექანიზმს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სევეროდონეცკის დატოვების შესაძლებლობები შეზღუდულია აფეთქებული ხიდების გამო, თუმცა რუსეთის მიერ შეთავაზებული მარშრუტი მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ სვატოვში მიიყვანს.