რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„24 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს 1361 ტანკს, 3343 ჯავშანმანქანას, 659 საარტილერიო სისტემას, 207 მრავალჯერად გამშვებ სარაკეტო სისტემას, 94 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 208 თვითმფრინავს, 175 ვერტმფრენს, 2290 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 ერთეულ გემს/კატერს, 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 49 ერთეულ სპეცტექნიკას, 120 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.